
ანგარიში : რომელ ქვეყნებშია საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი/დაბალი
21/06/2024 13:05:54 საზოგადოება
CEOWORLD 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის საშუალო ხელფასების შედარების საფუძველზე დადგენილია, რომელ ქვეყნებშია ხელფასი ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი.
როგორც ირკვევა საფინანსო, სადაზღვევო, ენერგეტიკული, მრეწველობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საცალო გაყიდვებისა და საგანმანათლებლო სექტორებში საშუალო ხელფასები უფრო მაღალია, ვიდრე ადმინისტრაციული რესურსების, სტუმარმასპინძლობის და სამშენებლო სექტორებში. თუმცა, გამოცემა იუწყება, რომ ხელფასების შედარებისას ინფლაციის გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
"ბოლო წლებში ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა ინფლაციის მაღალი დონე, რაც მსყიდველუნარიანობაზე ახდენს გავლენას. სხვადასხვა ქვეყანაში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი პანდემიური მიზეზებითაა გამოწვეული, რამაც მიწოდების ჯაჭვის გამართულად მუშაობა შეაფერხა", – იტყობინება CEOWORLD.
გამოცემის სიაში, საერთო ჯამში, 196 ქვეყანაა. საქართველო 93–ე ადგილს იკავებს (საშუალო ხელფასი $534). აღსანიშნავია, რომ სომხეთი საქართველოს საშუალო ხელფასის ($541) მაჩვენებლით უსწრებს და სიაში 92–ე ადგილზეა.
TOP-10 ქვეყანა ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასით:
- შვეიცარია - $8111
- ლუქსემბურგი - $6633
- აშშ - $6455
- ისლანდია - $6441
- ნორვეგია - $5665
- დანია - $5642
- კანადა - $5081
- გრენლანდია - $4665
- ირლანდია - $4622
- ნიდერლანდები - $4581
TOP-10 ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასით:
- სენეგალი - $49
- ლიბერია - $47
- მადაგასკარი - $47
- ნიგერია - $47
- მავრიტანია - $41
- ჩრდ. კორეა - $37
- მალი - $34
- მალავი - $31
- ანგოლა - $27
- ლესოთო - $24