Accentnews.ge
TI: "აწარმოე საქართველოში" დაფინანსებული კომპანიების სიას მალავს

TI: "აწარმოე საქართველოში" დაფინანსებული კომპანიების სიას მალავს

21/06/2024 10:50:27 საზოგადოება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, სსიპ "აწარმოე საქართველო" დაფინანსებული კომპანიების სიას მალავს.

ორგანიზაცია იტყობინება, რომ მიმდინარე წელს ორჯერ გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია "აწარმოე საქართველოდან" 2021-2023 წლებში დაფინანსებული საწარმოების შესახებ, მაგრამ საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღეს.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ "კორუფციული რისკების მონიტორინგისთვის, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელი საწარმოები დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გაგზავნილ პირველ წერილზე, სადაც დაფინანსებული საწარმოების ჩამონათვალს და გაცემულ თანხას ვითხოვდით, პასუხად კომპანიების ჯამური რაოდენობები და ჯამური თანხები მივიღეთ. ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია სახელმწიფო ბიუჯეტის ღია წყაროებიდან. მეორე წერილი, ანალოგიური მოთხოვნით, მიმდინარე წლის 23 აპრილს მივწერეთ, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგვიღია", - ამბობს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2021 წლამდე "აწარმოე საქართველოს" დაფინანსებული საწარმოების სია მათთვის, ხელმისაწვდომი იყო და რომ ინფორმაციის გაცემა 2021 წლიდან შეწყდა.

სახელმწიფო ბიუჯეტში მოცემული ინფორმაციის თანახმად, 2021-2023 წლებში მეწარმეობის განვითარების პროგრამიდან, რომელსაც სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, 625 მლნ ლარი დაიხარჯა. უცნობია ეს თანხა ვინ მიიღო. 2024 წელს მეწარმეობის განვითარებაზე 300 მლნ ლარია გამოყოფილი,– დასძენს ორგანიზაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S