Accentnews.ge
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე

21/06/2024 08:09:43 პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს პრეზიდენტის მოტვირებული შენიშვნები საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე.

კენჭისყრაზე დეპუტატებმა არ გაითვალისწინეს მოტივირებული შენიშვნები და მხარი დაუჭირეს ვეტოს დაძლევას. საკითხი საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე გადაწყდება.

პრეზიდენტმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში 30 მაისს შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვით შეიცვალა ცესკოში მაღალი კვორუმით (2/3) გადაწყვეტილებების მიღების წესი და ახალი ცვლილებით, თუ ცესკომ გადაწყვეტილება არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით ვერ მიიღო, ცესკოს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნული იყო, რომ კოდექსში შესული ცვლილებები შეამცირებს ცესკოს გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას, გააუარესებს ოპოზიციის ჩართულობის ხარისხს და არ უზრუნველყოფს პროცესში კონსესუსს.

"კონსენსუსზე დაფუძნებით მიღებულ გადაწყვეტილებას მეტი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე უბრალო უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას, მაშინ როდესაც ბოლო ცვლილებების თანახმად, აირჩევა 7 წევრი უბრალო უმრავლესობით, ისევე როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შესაბამისად, აღნიშნული კომისია გამოდის ერთპარტიული და უბრალო უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, მიგვაჩნია, რომ იქნება ნაკლებად ეფექტური.[...]

თქვენ იცით, რომ ვეტოს დაძლევას სჭირდება 76 ხმა, „ქართულ ოცნებას“ აქვს ხმების ეს რაოდენობა, მაგრამ ერთი მინდა დავამატო, რომ როგორც ეუთო/ოდირი, ისე ვენეციის კომისია დასკვნებში მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, რომ, ზოგადად, მიუღებელია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება საარჩევნო კანონში და კოდექსში, იმიტომ, რომ ეს ბადებს გარკვეულ ეჭვებს და სწორედ ეს იყო პრეზიდენტის მოტივაცია, რომ აღნიშნულ ცვლილებებს დაადო ვეტო“, - თქვა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S