Accentnews.ge
მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი მგზავრის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება

მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი მგზავრის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება

21/06/2024 07:42:30 საზოგადოება

მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მეტროს სადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდა, ექიმებმა კრიტიკულად მძიმედ შეაფასეს.

როგორც "აქცენტს" „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ განუცხადეს, პაციენტს ამჟამად გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შემთხვევა დღეს, 21 ივნისს, დილის საათებში მოხდა. მზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. ის საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს.

ინციდენტის გამო, მეტროს საბურთალოს ხაზზე მატარებლები მოძრაობდნენ „სადგურის მოედნიდან" მხოლოდ „დელისამდე". ამჟამად მოძრაობა სრულად აღდგენილია.

გამოძიება დაწყებულია სსკ–ის 115–ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S