Accentnews.ge
პროფესორ გიორგი გახელაძის მოსაძებნად მოხალისეები შეიკრიბებიან

პროფესორ გიორგი გახელაძის მოსაძებნად მოხალისეები შეიკრიბებიან

21/06/2024 06:00:00 საზოგადოება

დაკარგული პროფესორის გიორგი გახელაძის ძმის – ლევან გახელაძის ინფორმაციით, 21 ივნისს მის მოსაძებნად ჯგუფი ორგანიზდება.

ლევან გახელაძემ მოხალისეებს კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან შეკრებისკენ მოუწოდა.

"გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი, რომლის მიზანია ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის ფერდობის დათვალიერება ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით.

მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან ხვალ, 21 ივნისს, დილის 10 საათზე.

თან იქონიეთ ქუდები და წყალი - მოსალოდნელია ცხელი დღე.

ყველას წინასწარ დიდი მადლობა!" - დაწერა ლევან გახელაძემ Facebook-ზე.

ოჯახის წევრები და ახლობლები პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. მისი ცოლის, ირმა მალაციძის ინფორმაციით, გიორგი გახელაძე ორი დღის წინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.

"უცნობებისთვის ვწერ - გიორგი გახელაძე, სიმაღლე 180 სმ. ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. თან ჰქონდა ზურგჩანთა.

თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დამირეკეთ: 599311090" - დაწერა დაკარგულის ცოლმა.

გიორგი გახელაძე წლებია, განათლების მეცნიერების მიმართულებით მუშაობს. ის ასოციაციის მშობლები განათლებისათვის დამფუძნებელი/გამგეობის წევრი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S