Accentnews.ge
ახალგაზრდები პარლამენტიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

ახალგაზრდები პარლამენტიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

20/06/2024 17:25:31 საზოგადოება

ახალგაზრდები პარლამენტიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ "აგენტების კანონის" მიღებას.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქცია ე.წ. გავრილოვის ღამიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით დაიგეგმა.

მსვლელობის ფარგლებში აქციის მონაწილეებს საპატრულო პოლიციამ საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა, ამიტომ მომიტინგეები საფეხმავლო გზით გადაადგილდებიან.

"ქართული ოცნება" რუსეთის ფილიალია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ეროვნულობის მათგან დაცვა სწორედ გავრილოვის ღამეს დაიწყო. ქართული ერის ფუნდამენტური თავისუფლება სწორედ ევროინტეგრაციაშია" , - განაცხადა მოძრაობა "დაფიონის" წევრმა ზვიად ცეცხლაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S