Accentnews.ge
მარკ კლეიტონი: "ელჩის რანგში ბოლო მიღებას ვმასპინძლობ, ქვეყანას ვტოვებ რწმენით, რომ საქართველო გახდება ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი"

მარკ კლეიტონი: "ელჩის რანგში ბოლო მიღებას ვმასპინძლობ, ქვეყანას ვტოვებ რწმენით, რომ საქართველო გახდება ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი"

20/06/2024 16:29:36 პოლიტიკა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონის განცხადებით, "ქვეყანას ტოვებს რწმენით, რომ საქართველო გახდება ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი".

"სამწუხაროდ, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის რანგში ბოლო მიღებას ვმასპინძლობ. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო საქართველოში 4 წლის განმავლობაში ცხოვრება და მუშაობა. ამ არაჩვეულებრივ ქვეყანას ვტოვებ მტკიცე რწმენით, რომ საქართველო მიაღწევს მის მიზანს და გახდება ევროპისა და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ ოჯახთან ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა კლეიტონმა.

გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, მარკ კლეიტონს რამდენიმე თვეში გარეთ უორდი შეცვლის, კლეიტონი კი, საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.

„ამ ზაფხულს, გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება. მარკ კლეიტონს გარეთ უორდი რამდენიმე თვეში შეცვლის. საქართველოში ოთხწლიანი მისიის დასრულების შემდეგ, მარკ კლეიტონი საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოზიციაზე საქმიანობას, გარეთ უორდი 2024 წლის აგვისტოდან შეუდგება. გარეთ ედუარდ უორდი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან მუშაობს. 2022 – 2024 – გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრო (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი; 2018 -2022 – დიდი ბრიტანეთის ელჩი, ვიეტნამი; 2017 – უმაღლესი სამეთაურო-საშტაბო კურსი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია; 2014-2017 – გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტრო (FCO), დირექტორის მოადგილე და ჩინეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აზიისა და წყნარი ოკეანის დირექტორატი; 2010 -2013 – დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული, სანკტ-პეტერბურგი;2007-2010 – საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების პირველი მდივანი, დიდი ბრიტანეთის საელჩოში პეკინი; 2002-2006 – ევროპის დირექტორატის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, საგარეო და თანამეგობრობის სამინისტრო (FCO); 1998 – 2002 – მეორე პოლიტიკური მდივანი, ბრიტანეთის საელჩო, მოსკოვი“, – აღნიშნულია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ 3 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S