
საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა
20/06/2024 14:13:27 საზოგადოება
20 ივნისს FIFA-მ ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურებულია და ამჟამად 74-ე პოზიციას იკავებს.
მსოფლიო რეიტინგის ხუთეულში ცვლილებებია. მე-4 ადგილზე გადაინაცვლა ბრაზილიამ, რომელმაც ამ პოზიციაზე ინგლისი ჩაანაცვლა.
პირველ პოზიციას არგენტინა, მეორეს საფრანგეთი, მესამეს კი ბელგია იკავებს.