Accentnews.ge
ქართულმა მხარემ ლიახვში დამხრჩვალი მოზარდის ცხედარი ცხინვალს გადასცა

ქართულმა მხარემ ლიახვში დამხრჩვალი მოზარდის ცხედარი ცხინვალს გადასცა

20/06/2024 11:58:57 საზოგადოება

ოკუპირებულ ცხინვალში 14 წლის მოზარდის ცხედარი გადაასვენეს.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, "მიხეილ გაბარაევის ცხედარი ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაშია გადასვენებული და იქიდან მშობლებს გადასცემენ". პროზექტურაში დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევიც მივიდა და იქ შეკრებილებს სამძიმარი გამოუცხადა.

19 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალში, მდინარე ლიახვში ბანაობისას ძლიერმა დინებამ მოზარდი ქართული სოფლების მიმართულებით წაიღო. მაშინვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზი" და დე ფაქტო ხელისუფლებამ დახმარება საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა.

რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ქართველმა მაშველებმა ცხინვალში, მდინარე ლიახვში დამხრჩვალი 14 წლის მოზარდის ცხედარი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში იპოვეს. ფხვენისი ქვემო ნიქოზს ესაზღვრება და ცხინვალიდან დაახლოებით ექვსი კილომეტრით არის დაშორებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S