Accentnews.ge
სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

20/06/2024 08:51:06 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მომდევნო დღეებში შესაძლოა, ამინდი გაუარესდეს.

„20 ივნისიდან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S