Accentnews.ge
მოზარდს, რომელიც ცხინვალში მდინარემ გაიტაცა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებენ

მოზარდს, რომელიც ცხინვალში მდინარემ გაიტაცა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებენ

20/06/2024 06:38:09 საზოგადოება

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მოზარდს, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში, მდინარე ლიახვმა გაიტაცა, ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებენ.

"სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მაშველები, მყვინთავები, ასევე ვიყენებთ დრონებს", - განაცხადეს სამაშველო სამსახურში.

ცხინვალში 14 წლის მოზარდი 19 ივნისს შუადღეს მდინარის დინებამ გაიტაცა. ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა "ცხელი ხაზის" გამოყენებით დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S