Accentnews.ge
წყალმომარაგების კომპანიის განცხადება აბაშაში წყლის სისტემის დაზიანებასთან დაკავშირებით

წყალმომარაგების კომპანიის განცხადება აბაშაში წყლის სისტემის დაზიანებასთან დაკავშირებით

13/01/2020 19:52:40 საზოგადოება, რეკლამა

აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია.

ქსელის დაზიანების გამო აბაშასა და მიმდებარე სოფლებს - მაიდანს, გულუხეთს, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყალმომარაგება შეუწყდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სამეგრელო-ზემოსვანეთის გუბერნია და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები მოსახლეობისთვის წყალმზიდების საშუალებით წყლის მიწოდებას უზრუნველყოფენ მანამ, სანამ წყალმომარაგება სრულად არ აღდგება.

24-საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი - 0322 93 -00 -00.

გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური და საავარიო ჯგუფები ყველა რეგიონიდან, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში უწყეტ რეჟიმში იმუშავებენ, რათა წარმოქმნილი პრობლება უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S