Accentnews.ge
კრემლის ქართული წარმოშობის პროპაგანდისტმა ქართველ ქომაგებს "სულელი ცხვრები" უწოდა

კრემლის ქართული წარმოშობის პროპაგანდისტმა ქართველ ქომაგებს "სულელი ცხვრები" უწოდა

19/06/2024 13:34:26 საზოგადოება

კრემლის ქართული წარმოშობის პროპაგანდისტმა თინა კანდელაკმა ქართველ ქომაგებს "სულელი ცხვრები" უწოდა. საქმე იმაშია, რომ 18 ივნისს საქართველოსა და თურქეთის მატჩის მსვლელობისას, რუსულ ტელეარხ Матч ТВ-ს ეთერში მოხვდა ეპიზოდი, როდესაც ქართველი გულშემატკივრები "პუტინ ხუილოს" სკანდირებენ.

კრემლის პროპაგანდისტმა ამგვარი განწყობა პროოკაციად შეაფასა, ტრადიციულად გააჟღერა რუსული პროპაგანდისტული ნარატივები, მათ შორის, აქტის უკან აშშ–ს კვალიც "დაინახა".

"გუშინ თურქეთისა და საქართველოს თამაშის ჩვენებისას, ტელეარხ Матч ТВ-ს ეთერში, ტრიბუნებიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ შეურაცხყოფები გაისმა. ქართველი ექსტრემისტების მხრიდან ახალს არაფერი ხდება",– ამბობს კრემლის პროპაგანდისტი და იხსენებს ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას, რომელმაც პუტინს პირდაპირი ეთერიდან შეაგინა.

"ახლა მეორე პროვოკაციასთან გვაქვს საქმე",– ასკვნის კანდელაკი და განაგრძობს, "ეს აქცია უკავშირდება იმას, რომ საქართველოს კატეგორიულად არ სურს ამერიკის ჭკუაზე სიარული. და რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ხდება ქართულ პოლიტიკაში, ვაშინგტონისგან წინააღმდეგობას იღებს. ამიტომ რჩება ერთადერთი გზა – ჩაიდინო უხეში პროვოკაცია და შეურაცხყოფა მიაყენო რუსეთის პრეზიდენტს".

დასკვნით ნაწილში კრემლის პროპაგანდისტი იხსენებს თავის წარმომავლობას და "როგორც ქართველი" ქართველებს მიმართავს: "ყველა, ვინც ამ აქციებს უწევს ორგანიზებას, ყველა ვინც მონაწილეობს და რამე შეხება აქვს ამ აქციებთან არიან სულელი ცხვრები, რომლებიც სასაკლაოზე მიჰყავთ. როგორც აქამდე არაერთხელ ყოფილა ისტორიაში, ახლაც ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები საზარბაზნე ხორცად გიყენებენ და გადარჩენის გზას გიჭრიან. მაგრამ, მადლობა ღმერთს ვერაფერს იზამთ, იმიტომ რომ გონება ყოველთვის ამარცხებს სიბნელეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S