ღუდუშაური: ვიზა მაქვს, რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა, მათ შორის, ამერიკაში, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა

19-06-2024 16:53:32 ციტატა

"კი, ვიზა მაქვს. რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? დიახ, მათ შორის, ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა, ბევრი ვაი ოპოზიციონერისგან განსხვავებით, რომლებიც დარბოდნენ და ამბობდნენ, "ვიღაცას სანქცია დაედება და ვერ იმოგზაურებსო". ბევრი ქვეყანაა საინტერესო და ნეტა, მოგზაურობის დრო მქონდეს. ვინ სად იმოგზაურებს, ვინ რას მიირთმევს, ვინ რას ჩაიცვამს, ეს თქვენი საქმე არ არის. თქვენ იმით დაკავდით, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ იმას, რომ რადიკალ ოპოზიციაზე გავიმარჯვებთ",– თქვა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ალუდა ღუდუშაურმა საქართველოში აშშ–ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადების კომენტირებისას.

შეგახსენებთ, რომ ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ღუდუშაურის ორი შვილი აშშ–ში, ნიუ–იორკშია დაბადებული (2015 და 2017 წლებში).

აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის სანქციები დაუწესდათ, მათ შორის, "ქართული ოცნების" და პარლამენყის წევრებს.

"მათ, ვისაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ ვალიდური აღარაა",– თქვა აშშ–ის ელჩმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები