რასა იუნკევიჩიანე: "ოცნების" ყველა მოქმედება კრემლის სტილისაა"

19-06-2024 15:19:56 ციტატა

"[პრემიერის განცხადება] ძალიან უცნაური გზავნილია, ყველა პასუხისმგებელი პირი ევროკავშირში შეშფოთებულია. მთავრობაში აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც ასუსტებს საქართველოს პოზიციებს და ევროკავშირის წევრების წინააღმდეგაა მიმართული. ყველაფერი, რასაც თქვენი ხელისუფლება ამ კანონთან დაკაშირებით აკეთებს, ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგაა, თანაშრომლობის და სოლიდარობის პრინციპებს ვერ ერგება ანტიევროპული კანონი, რომლითაც ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ დასავლური დახმარება პრობლემა და კრიმინალია. პრემიერი რასაც ამბობს, დამოკიდებულებები ევროკავშირში ამისგან სრულიად განსხვავებულია. ეს სირცხვილია! ყველა მოქმედება კრემლის სტილისაა, ტყუილები - ყველაფერი რასაც აკეთებენ, იგივეა, რასაც აკეთებს რუსეთი. არჩევნები მოდის და მათ სურთ ხალხით მანიპულირება. ესეც რუსული პოლიტიკის ნაწილია!", – ამის შესახებ, "ტვ პირველის" ცნობით, ევროპარლამენტარმა რასა იუნკევიჩიანემ განაცხადა.

ამავე თემაზე: პრემიერის მტკიცებით, "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები