Accentnews.ge
სანიოლი: დაგვაკლდა ცოტა იღბალი და ცოტაც გამოცდილება, რასაც მოვიპოვებთ, მომავალში საქართველო ამგვარ მატჩს აღარ წააგებს

სანიოლი: დაგვაკლდა ცოტა იღბალი და ცოტაც გამოცდილება, რასაც მოვიპოვებთ, მომავალში საქართველო ამგვარ მატჩს აღარ წააგებს

18/06/2024 20:34:49 საზოგადოება

თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

მან თქვა, რომ გამოცდილება გუნდს შემდეგ შეხვედრებზე გამოადგება.

"საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! მიქაუტაძემ მართლაც ისტორიული გოლი გაიტანა და მილოცვას ვუერთდები. რაც შეეხება მარცხს, მისგან იმ გამოცდილებას მივიღებთ, რაც უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება.სტადიონზე ატმოსფერი მშვენიერი იყო...რა დაგვაკლდა დღეს? ალბათ, ცოტა იღბალი, ცოტა გამოცდილება, რასაც მოვიპოვებთ ამგვარი მატჩებში თამაშის შედეგად. დარწმუნებული ვარ, მომავალში – მომდევნო თვეებში, წლებში საქართველოამგვარ მატჩს აღარ წააგებს, რადგან საქართველო ისწავლის. ეს არის სასწავლო პროცესი, მაგრამ ჩვენ გვინდა, ვისწავლოთ წარმატებულად. ფეხბურთელებზე უარყოფითს ვერაფერს ვიტყვი. ვუსურვებ, აღიდგინონ ძალები, რადგან შემდეგ გუნდთან მოუწევთ ბრძოლა".

მას ჰკითხეს მატჩის ბოლოს მეკარის საჯარიმოში გადასვლაზე:

"იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება მამარდაშვილის საჯარიმოში ჩასვლა? ჩვენ არ გვსურდა წაგვეგო და გიორგი ასე იმიტომ მოიქცა".

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. პირველი შეხვედრა გაიმართა თურქეთთან. მატჩი ანგარიშით 3:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S