Accentnews.ge
დვალი: ეს გუნდი თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის, გჯეროდეთ ჩვენი!

დვალი: ეს გუნდი თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის, გჯეროდეთ ჩვენი!

18/06/2024 19:38:27 საზოგადოება

თურქეთთან გამართული მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა დვალმა.

მან თამაში რთულად შეაფასა:

"რთული თამაში იყო. პირველივე წუთებიდან დავიწყეთ რთულად, შემდეგ მოვახერხეთ მომენტების შექმნა, მაგრამ რეალიზება ვერ მოვახერხეთ...ფეხბურთია...ხდება...მათ მოახერხეს, სამწუხაროდ, ულამაზესი გოლები გაიტანეს. მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, სადაც გვექნება შანსი იმისა, რომ გავიმარჯვოთ და ჯგუფიდან გავიდეთ".

რაც შეეხება ნაკრების ფსიქოლოგიურ განწყობას, მან თქვა, რომ "მოსამზადებელი პერიოდი კარგად გავიარეთ, თავდაჯერებულები ვიყავით, გამოცდილი გუნდი ვართ. გუნდში არის ახალგაზრდების და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზი – ძალიან კარგად დაბალანსებული გუნდი ვართ და ჩემი აზრით, ეს გუნდი თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის".

მან გულშემატკივრებსაც მიმართა ჩეხეთთან შეხვედრის წინ:

"გჯეროდეთ ჩვენი, გვიგულშემატკივრეთ მაქსიმალურად, რადგან ეს მოედანზე იგრძნობა, ეს მუხტი და ენერგია გადმოდის ჩვენზე და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველი გამარჯვება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას".

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო – თურქეთის მატჩი ანგარიშით 1:3 ამ უნაკასკნელის სასარგებლოდ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირიპირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S