Accentnews.ge
პრეზიდენტი და პრემიერი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშს დაესწრებიან

პრეზიდენტი და პრემიერი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშს დაესწრებიან

18/06/2024 15:52:08 საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში, დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშს დაესწრება,- ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.

საქართველო - თურქეთის მატჩს დაესწრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.

"დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ენით აღუწერელია სიამაყის გრძნობა, რომელიც დღეს თითოეულ ჩვენგანს დაგვეუფლება. დღესაც ისევე მჯერა, ჩვენი ბიჭების, როგორც 26 მარტს მჯეროდა. თამაშში სულსა და გულს ჩადებენ და საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას აჩუქებენ. მჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის...", - თქვა ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

18 ივნისს გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩი თურქეთის წინააღმდეგ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S