Accentnews.ge
დორტმუნდში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო  საქართველო-თურქეთის მატჩის წინ საქომაგო ზონები დაიხურა

დორტმუნდში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო  საქართველო-თურქეთის მატჩის წინ საქომაგო ზონები დაიხურა

18/06/2024 13:09:58 საზოგადოება

დორტმუნდში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო საქართველო-თურქეთის მატჩის წინ საქომაგო ზონები დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას დორტმუნდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გავრცელებული ცნობის გამო ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი კიდევ სამი ქალაქის: კიოლნის, დიუსელდორფისა და გელზენკირხენის მუნიციპალიტეტებმაც მიიღეს საჯარო საგულშემატკივრო ზონების დახურვის გადაწვეტილება.

დორტმუნდის მუნიციპალიტეტი მატჩზე დასასწრები ბილეთების არმქონე ქომაგებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

თურქეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S