Accentnews.ge
ჟურნალისტმა თიკო ფეიქრიშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა

ჟურნალისტმა თიკო ფეიქრიშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა

18/06/2024 11:44:06 საზოგადოება

ჟურნალისტმა თიკო ფეიქრიშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ თავად წამყვანმა დაუდასტურა.

ტელეარხის დატოვების მიზეზის გასარკევად "აქცენტი" თიკო ფეიქრიშვილთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა მან ჩვენი სატელეფონო ზარიც და ტექსტური შეტყობინებაც უპასუხოდ დატოვა.

„მედიაჩეკერის" ცნობით, ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს. მას გადაცემა „იმედის დღე“ მიჰყავდა. „იმედის დღე“ მაისში კიდევ ერთმა წამყვანმა, ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვა.

ამირეჯიბთან ერთად გადაცემა „იმედის დილა“ წამყვანებმა – ზურაბ ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმა დატოვეს. მათ მაგივრად, „იმედის“ გადაცემების წამყვანები ვასიკო ოდიშვილი და ირინა ბათიაშვილი გახდნენ.

ტელეკომპანია „იმედი“ გუშინ ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემაც დატოვა. მან ტელეარხიდან წასვლის მიზეზად შემდეგი დაასახელა: "მეტი კონკრეტიკისთვის, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემგან ითხოვდა ისეთი სიუჟეტის მომზადებას, რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S