კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრს დაარსებიდან 7 წელი შეუსრულდა

18-06-2024 11:17:45 რეგიონები ,რეკლამა

14 ივნისს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრს დაარსებიდან 7 წელი შეუსრულდა.

მცხეთის მერიის ცნობით, აღნიშნული თარიღი ყოველწლიურად აღინიშნება მრავალფეროვანი ღონისძიებებით.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მცხეთის მულტიფუნქციური ცენტრის შოთა რუსთაველის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში, მირზა გელოვანის სახელობის ახალგაზრდული დარბაზი საზეიმოდ გახსნა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად.

გაიმართა საიუბილეო კონცერტი, რომელშიც ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები, ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

საიუბილეო საღამოს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები.

კულტურის ცენტრი ერთ ერთი მნიშვნელოვანი კულტურული კერაა მუნიციპალიტეტში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები