Accentnews.ge
გზების დეპარტამენტი: 18-21 ივნისს ღამის საათებში სამუშაოების წარმოების გამო ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება ერთ ზოლზე

გზების დეპარტამენტი: 18-21 ივნისს ღამის საათებში სამუშაოების წარმოების გამო ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება ერთ ზოლზე

17/06/2024 14:29:38 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მთლიან ჩარჩოვანი კონსტრუქციის მოწყობა, რის გამოც 18-21 ივნისს, 01:00 სთ-დან 05:30 სთ-ის ჩათვლით საჭიროა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ153-კმ160 მონაკვეთზე (E60ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთი) სავალი ნაწილის ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე შევიწროვება (ხევი-უბისას და უბისა-ხევის მიმართულებებით).

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სავალი ნაწილი ჩაიკეტოს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S