Accentnews.ge
პრემიერი: ვისაც ექნება სურვილი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში

პრემიერი: ვისაც ექნება სურვილი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში

17/06/2024 11:50:22 ციტატა

„რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში. ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება, გუნდის თითოეული ლიდერის. ეს არის მთელი გუნდის საერთო დამოკიდებულება, აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული გუნდი, ამ გუნდის თითოეულ წევრს თუ ექნება დარჩენის შესაძლებლობა, უნდა მიეცეს ამის საშუალება. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ყველა პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონსულტაციების საფუძველზე. მთელი ამ წლების, 12 წლის განმავლობაში სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდა ბიძინა ივანიშვილი. ჯერ არ დაწყებულა კონსულტაციები სიასთან დაკავშირებით. ჩვენთან სია განიხილება კოლეგიალურ რეჟიმში, პოლიტსაბჭოს ფორმატში. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა დაელოდოს შესაბამის ფორმატში ამ საკითხის განხილვას და გადაწყვეტილებები მიიღება სწორედ პოლიტსაბჭოს ფორმატში“, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიაზე საუბრისას განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S