Accentnews.ge
ლევან დავითაშვილი – ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქცირებაზე: "დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება"

ლევან დავითაშვილი – ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქცირებაზე: "დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება"

17/06/2024 09:20:57 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციები არ იქნება.

"თუ ჩვენ ამ ნაწილში ვერთიანდებით, რომ ჩვენთვის სანქციები მიუღებელია, არასწორია, არ არის პარტნიორული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობრებთან დიალოგის რეჟიმში ყველა საკითხი გადავწყვიტოთ. არცერთი საკითხი არ არის ერთსახოვანი, კომპლექსურია. ევროკავშირი არ არის ერთი სახელმწიფო, აქაც ბევრი სახელმწიფოა, ბევრი პოლიტიკური ჯგუფია და პრიორიტეტი. პროცესები მარტივი არ არის. დიალოგი ხანგრძლივი პროცესია, რომლის ფარგლებში 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალს ვიპოვით. საქართველო ევროკავშირის სანდო და საიმედო პარტნიორია, დავამტკიცეთ რომ უმნიშვნელოვანესი მოკავშირე ვართ, მათ შორის, საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით. არის საკითხები, სადაც მკაფიო პროგრესი გვაქვს, შეიძლება გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ საბოლოოდ, საღი აზრი ყოველთვის გაიმარჯვებს. ვიპოვით გამოსავალს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევჯერდებით თანამშრომლობის ისეთ ფორმატებზე, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება სანქციები, რომელიც იქნება დამაზიანებელი“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

ცნობისთვის: "აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროპული კომისია "აგენტების კანონის" საბოლოოდ მიღებას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ "განიხილავენ ყველა შესაძლო ვარიანტს რეაგირებისთვის".

ამავე თემაზე: “რადიო თავისუფლება" განმარატვს, რა ზომებს განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S