Accentnews.ge
კალაძე: მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს ვაჩვენებთ, დასწრება უფასოა

კალაძე: მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს ვაჩვენებთ, დასწრება უფასოა

17/06/2024 08:28:31 საზოგადოება

"ჩვენ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დასწრება უფასოა.

„ისტორიაში პირველად მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ხვალ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან პირველი შეხვედრა აქვს. მე მინდა ჩვენს ბიჭებს და ჩვენ გულშემატკივარს წარმატება ვუსურვო.

ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში, თუმცა ბევრმა ვერ მოახერხა გამგზავრება და საქართველოდან უგულშემატკივრებს ჩვენს ნაკრებს. ჩვენ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ, დიდ ეკრანებზე.

ამ წუთშიც მიმდინარეობს სამუშოები, რომ ხვალისთვის 20:00 საათზე, ქართველ გულშემატკივრებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მიხეილ მესხის სტადიონიდან, ღია სივრცეში, დიდ ეკრანებზე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრონ, რა თქმა უნდა, დასწრება უფასოა. გპირდებით სასიამოვნო გარემო იქნება, ყველას გეპატიჟებით”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ქართველები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. საქართველო სამ შეხვედრას სამ სხვადასხვა ქალაქში –დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს.

გერმანია ევროპის ჩემპიონატს მესამედ მასპინძლობს. 14 ივნისს ჩემპიონატი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიხსნა. ფინალი კი 14 ივლისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S