Accentnews.ge
პრემიერი: ევროპის ჩემპიონატზე 10 000-ზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება თითოეულ მატჩს, ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანეთ

პრემიერი: ევროპის ჩემპიონატზე 10 000-ზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება თითოეულ მატჩს, ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანეთ

17/06/2024 07:38:18 ციტატა

"ისტორიაში პირველად, ხვალ ევროპის ჩემპიონატზე, უმაღლესი რანგის საფეხბურთო ტურნირზე საქართველოს დროშა აღიმართება, საქართველოს ჰიმნი აჟღერდება. ეს ყველაფერი წარმოუდგენელი ემოციაა თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის, თითოეული ქართველისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 000-ზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება თითოეულ მატჩს, ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანეთ ფრენების სუბსიდირებით და მოხარული ვარ, რომ ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდა ეს პროექტი, 195 ევრო იყო ბილეთის საფასური, რამაც ბუნებრივია, გაუადვილა ჩვენს გულშემატკივრებს გერმანიაში მოგზაურობა და თამაშებზე დასწრება. რა თქმა უნდა, ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, ისეთივე თავდადებით ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე, როგორი თავდადებითაც მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური, ჩვენ გვყავს საამაყო ფეხბურთელები და მათ გამარჯვებები მინდა ვუსურვო. რაც მთავარია, ჯგუფიდან გასვლა, დარწმუნებული ვართ, რომ მათი ჟინით აუცილებლად შეძლებენ და მიაღწევენ ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას“, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ქართველები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. საქართველო სამ შეხვედრას სამ სხვადასხვა ქალაქში –დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს.

გერმანია ევროპის ჩემპიონატს მესამედ მასპინძლობს. 14 ივნისს ჩემპიონატი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიხსნა. ფინალი კი 14 ივლისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S