Accentnews.ge
პეტრიაშვილი "დროას" უერთდება

პეტრიაშვილი "დროას" უერთდება

17/06/2024 07:19:00 პოლიტიკა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი "დროას" პოლიტიკურ გუნდს უერთდება. ამის შესახებ თავად განაცხადა და დასძინა, რომ "დროასა" და "გირჩი – მეტი თავისუფლების" გუნდთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას ამ "გადამწყვეტ პოლიტიკურ" პროცესში.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება გზანილი ყველა აქტიური ადამიანისთვის, რომელსაც საზოგადოებაში აქვს მაღალი ნდობა, ჩაერთვება "ამ ბრძოლაში" და "შევძლებთ ერთიანი ძლიერი ცენტრის გაკეთებას, რომელიც მიიღებს გადამწყვეტ მონაწილეობას და ითამაშებს გადამწყვეტ როლს ამ დიდ გამარჯვებაში".

"ჩემი საქმიანობის 100%-ს ყოველთვის ვახმარდი ქართულ საქმეს, ქართულ ინტერესებს და დღეს ვფიქრობ, რომ არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ყველა გაერთიანებული, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე. საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება 26 ოქტომბერს, არჩევნების გზით და საქართველომ შეძლოს უსწრაფესად იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც მოამზადებს ჩვენ ქვეყანას ვადამდელი არჩევნებისთვის და აუცილებლად დააყენებს უკან ევროპული ინტეგრაციის კურსზე",– თქვა პეტრიაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S