Accentnews.ge
აქტივისტზე მორიგი თავდასხმის შესახებ იუწყებიან

აქტივისტზე მორიგი თავდასხმის შესახებ იუწყებიან

17/06/2024 06:16:21 საზოგადოება

აქტივისტი დათუნა დანელია იტყობინება, რომ დღეს,17 ივნისს, დილით თავს დაესხნენ მოქალაქე ლერი დარჯანიას.

მისი ინფორმაციით, თავდასხმა სახლთან მოხდა, როდესაც ახალგაზრდა კაცი სამსახურში მიდიოდა.

"დღეს დილით, 8 საათისთვის, ჩემს მეგობარს და თანამებრძოლს ლერი დარჯანიას დახვდნენ "ოცნების" “ტიტუშკები” – დაახლოებით 7 კაცი და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პოლიტიკური ანგარიშსწორებები არ მთავრდება "ქართული ოცნების" მხრიდან… ლერი მოჭიდავეა იცოდნენ , 1 და 2 ქოცი “ტურა” ვერ მოერეოდა , ლერი კარგად იქნება, მაგრამ 26 ოქტომბერს ამაზე ყველა მკაცრ პასუხს მიიღებს!" - წერს დათუნა დანელია სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, დაზარალებული აქტიურად მონაწილეობდა "აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმართულ აქციებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S