
რაჭაში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
16/06/2024 15:49:32 საზოგადოება
საქართველოში, რაჭაში, ონში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 19:42 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიღრმე 5კმ, ხოლო ეპიცენტრი სოფელი ცხმორი იყო.
ამასთან, ონთან, სოფელ ბაჯიხევში დაფიქსირდა "აფთერშოკიც", რომლის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ონთან მიწისძვრა დღეს, 17:16 საათზეც მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.