 
                        რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი ამოტრიალდა და მსუბუქ ავტომობილებს შეეჯახა
15/06/2024 09:31:11 რეგიონები, საზოგადოება
რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი ამოტრიალდა და ოთხ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ავტომობილებში მსხდომი პირები მსუბუქად დაშავდნენ.
გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



 
                     
         
                 
		        		 
		        		 
		        		