Accentnews.ge
„პროდუქტებზე ფასების ზრდა 2-3 კვირაში შესამჩნევი გახდება“ - დისტრიბუტორთა ასოციაცია

„პროდუქტებზე ფასების ზრდა 2-3 კვირაში შესამჩნევი გახდება“ - დისტრიბუტორთა ასოციაცია

14/06/2024 14:46:54 საზოგადოება

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე ლარის გაუფასურების გამო პროდუქტებზე ფასების ზრდას პროგნოზირებს.

მისი მოლოდინით, მატება ყველა ტიპის პროდუქციას სავარაუდოდ 2-3-კვირიან პერიოდში შეეხება.

„არა მხოლოდ კომპანიები, არამედ მთელი ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე, მათ შორის ადგილობრივი მწარმოებელიც ნედლეულის კუთხით, შესაბამისად გამორიცხულია, რომ ლარის კურსი ცვლილება არ აისახოს იმ ფასზე, რა ფასიც ხვდება მომხმარებელს თაროზე.

კომპანიები, როგორც ადგილობრივი მწარმოებლები, ისე სადისტრიბუციო თუ რითეილერები ცდილობენ ეს ფასი ამ ეტაპისთვის მკვეთრად არ იყოს ასახული, რადგან ეს აისახება გაყიდვებზე.

რა ნიშნულს დაიჭერს დოლარი, ეს პროცესიც ბუნდოვანია, თუმცა ამ ნიშნულზეც რომ დარჩეს, გარკვეულწილად მაინც აისახება და ეს პროცესი დაიწყება 2-3 კვირის განმავლობაში. გარდა იმპორტიორისა, რითეილიც რომ ავიღოთ, ვალდებულებები გააჩნიათ დოლარში. ის იჯარები, რაც ასეულობით ობიექტს აქვს, დაკონტრაქტებულია დოლარში, მათი ვალდებულებები გაიზარდა. გაიზარდა იმ მიმწოდებლების ვალდებულებები, რომლებიც ახორციელებენ იმპორტს. გაიზარდა ადგილობრივი მწარმოებლების ვალდებულებები ნედლეულების კუთხით მომწოდებლების წინაშე. ფასების ზრდა შეეხება როგორც პირველადს, ისე ყველა ტიპის პროდუქტს“, - განაცხადა რიჟამაძემ BMG–სთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S