Accentnews.ge
იმნაძე: დღეს ვანო ჩხიკვაძეს აეროპორტში "ტიტუშკა" დაახვედრეს, შემდეგ ამ "შემთხვევით მოქალაქესთან" აღმოჩნდა ყველა სამთავრობო მედია

იმნაძე: დღეს ვანო ჩხიკვაძეს აეროპორტში "ტიტუშკა" დაახვედრეს, შემდეგ ამ "შემთხვევით მოქალაქესთან" აღმოჩნდა ყველა სამთავრობო მედია

14/06/2024 14:23:33 საზოგადოება

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი გურო იმნაძის ინფორმაციით, ფონდ „ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერ ვანო ჩხიკვაძეს აეროპორტში "ტიტუშკა" დაახვედრეს, მალევე კი იქ სამთავრობო მედიაც აღმოჩნდა:

"დღეს ვანო ჩხიკვაძეს ტიტუშკა დაახვედრეს აეროპორტში და ქართული ოცნების სტილში მორიგი სანახაობა დაადგმევინეს. ხომ გასაგებია, რომ ეს ხელისუფლების დადგმული მორიგი სცენა იყო, იმიტომ რომ შეუძლებელია ჩვეულებრივ მოქალაქეს წინასწარ სცოდნოდა, რომელი რეისით და რა დროს ჩამოდიოდა ვანო, და მერე ამ "შემთხვევით მოქალაქესთან" აღმოჩენილიყო ყველა სამთავრობო მედია, რათა ეს სცენა ჩაეწერათ. ვანო არის ამ ქვეყნის პატრიოტი, მართლის მთქმელი და სწორი ღირებულებების ადამიანი და უამრავი ადამიანის სიყვარული და პატივისცემა აქვს სწორედ იმის გამო, რომ სიმართლისთვის იბრძვის და ამ ქვეყანას ემსახურება. სრული თანადგომა და სოლიდარობა ვანო და ძალიან გული მწყდება, რომ დღეს გვერდში ვერ გედექი" – წერს იმნაძე.

შეგახსენებთ, ვანო ჩხიკვაძე აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. ამის შემდეგ აღმოჩნდა ის სახელისუფლებო პროპაგანდის სამიზნე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S