Accentnews.ge
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

10/01/2020 18:23:31 მსოფლიო

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. შესაბამის ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა,-იუწყება CNN.

გამოცემის ცნობით, სანქციები ირანის სამშენებლო, ქსოვილისა და მადნების მომპოვებელ კომპანიებს დაუწესდათ. ამასთანავე სანქციები დაუწესდა 8 ირანელ მაღალჩინოსანს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, სანქციები იქამდე გაგრძელდება,სანამ ირანი პოლიტიკას არ შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ ახალი სანქციების დაწესების შესახებ დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S