
ელჩი: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვისაც ჩვენ ყველანი ბევრს ვმუშაობდით ათწლეულების განმავლობაში და აშშ ამ მომავლის მახარდაჭერას განაგრძობს
14/06/2024 08:18:43 ციტატა
"დღეს მინდა, გავიმეორო შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია. ეს არის მომავალი, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია. ეს არის მომავალი, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი ბევრს ვმუშაობდით ათწლეულების განმავლობაში და რომლის მხარდაჭერასაც აშშ განაგრძობს, რა გზითაც შეგვეძლება“, – ამის შესახებ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.