Accentnews.ge
13 ივნისის ტრაგედიიდან ცხრა წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან ცხრა წელი გავიდა

13/06/2024 05:22:15 საზოგადოება

13 ივნისის ტრაგედიიდან ცხრა წელი გავიდა. სტიქიას 21 ადამიანი ემხსვერპლა, ორი კი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

2015 წელს თბილისში ზაფხულის წვიმა დიდი სტიქიის მიზეზი გახდა. ადიდიდებულმა მდინარე ვერემ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.

13 ივნისს დაღუპულები:

  • ნუგზარ ბუაძე;
  • დავით გაბიტაშვილი;
  • ჟანა ეგიაზაროვა;
  • ნანა ფილიშვილი;
  • ელზა ზარანდია;
  • ინდირა ზარანდია;
  • გურამ პეტრიაშვილი;
  • მარიამ ქუთელია;
  • ნინა შუტკოვა;
  • ივლიტა ჯიბუტი;
  • ნატა ნინაშვილი;
  • სულიკო ნოზაძე;
  • ზურაბ მუზაშვილი;
  • კარპო ენუქიძე;
  • ოთარ ცუხიშვილი;
  • ელიზბარ ბაღაშვილი;
  • გივი დვალი;
  • ლიანა ეგიაზაროვა;
  • სვეტრალა ეგიაზაროვა;
  • მალხაზ ჭიტაძე;
  • გულიკო ჭიტაძე.

13 ივნისს დაკარგულები:

  • სერგო კაპანაძე;
  • ბექა ბუთურიშვილი.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ 13 ივნისს ერთმანეთს 9 გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა დაემთხვა, მათ შორის – მეწყერი, ღვარცოფი, უხვი ნალექი და წყალმოვარდნა. საერთო ჯამში, თბილისს 100-მილიონიანი ზარალი მიადგა.

ამავე თემაზე: საიამ 2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში დაღუპული დავით გაბიტაშვილის საქმეზე სტრასბურგს მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S