Accentnews.ge
სუს–ს ფარცხალაძეზე ახალი არაფერი აქვს სათქმელი

სუს–ს ფარცხალაძეზე ახალი არაფერი აქვს სათქმელი

12/06/2024 08:29:07 პოლიტიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილე ალექსი ბატიაშვილს პარლამენტში ვიზიტისას, სადაც სუს–ის ანგარიშს უსმენენ, აშშ–ის მიერ რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მხილებულ და სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის შესახებ დაუსვეს კითხვა. ბატიაშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის მიცემული კომენტარიდან ირკვევა, რომ სუს–ს საზოგადოებისთვის ახალი არაფერი აქვს სათქმელი.

მისი თქმით, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

„მან გამოძიებას მისცა იგივე ჩვენება, რაც კომენტარებიც საჯარო სივრცეში გაკეთდა მისი მხრიდან. შესაბამისად, რაიმე ახალი მტკიცებულება არც რომელიმე პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, არც გამოძიების მიერ ამ ეტაპზე ჯერჯერობით, მოპოვებული არ არის", – თქვა ჟურნალისტებთან ბატიაშვილმა.

მას შეახსენეს, რომ მტკიცებულებების მოპოვება გამოძიების საქმეა.

"მტკიცებულებების მოპოვება არის გამოძიების საქმე, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი მტკიცებულება არ არის მოპოვებულო," - უპასუხა ბატიაშვილმა.

იხილეთ ასევე: „მაფორმირებელი ფაზა წარმატებით დასრულდა“ : რას გვეუბნება ფარცხალაძის „ქეისი“

აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა. თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 319-ე მუხლით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S