Accentnews.ge
სუს–ის უფროსის მოადგილე: "გრიგოლ ლილუაშვილი არ იქნება დასანქცირებული, არ უნდა იყოს და იმიტომ"

სუს–ის უფროსის მოადგილე: "გრიგოლ ლილუაშვილი არ იქნება დასანქცირებული, არ უნდა იყოს და იმიტომ"

12/06/2024 07:56:50 სამართალი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი აცხადებს, რომ სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულთა სიაში არ იქნება.

კითხვაზე თუ რატომ, ბატიაშვილი პასუხობს: „არ უნდა იყოს და იმიტომ":

„მე არ ვიცი, მაგრამ გრიგოლ ლილუაშვილი რომ არ იქნება [დასანქცირებული] დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. არ უნდა იყოს და იმიტომ".

ცნობისთვის: 24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. 6 ვინისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S