Accentnews.ge
ესტონეთის პარლამენტი საქართველოს ოფიციალური პირების სანქცირების წინადადებით გამოდის

ესტონეთის პარლამენტი საქართველოს ოფიციალური პირების სანქცირების წინადადებით გამოდის

11/06/2024 12:25:47 პოლიტიკა

ესტონეთის პარლამენტმა მიიღო განცხადება, „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“, რომელშიც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს "აგენტების კანონის" მიღებასა და ევროპული ღირებულებების მიტოვებასთან დაკავშირებით.

44 წევრის მიერ იყო წარდგენილ განცხადებას 57-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 13 წავიდა წინააღმდეგი.

განცხადებაში ხაზგასმულია მოქალაქეების პროტესტი, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების, ორგანიზაციების კრიტიკა, კანონის მავნე მხარეები და არის მოწოდება ამ სადავო კანონის გაუქმების თაობაზე. ასევე არის მოწოდება ოპონენტებზე ძალადობის შეწყვეტისა და ძალადობრივი ფაქტების გამოძიების თაობაზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის გზით, არ დაუბრუნდებიან ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროგრამას და არ გააუქმებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, პარლამენტარები მიიჩნევენ, რომ

  • აუცილებელია, ესტონეთმა დაბლოკოს ყველა შემდგომი პროცესი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად გამოიყენოს.
  • ესტონეთის პარლამენტი ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ევროკავშირის საბჭოს შესთავაზონ ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს მთავრობის წევრების, საქართველოს პარლამენტის ლიდერებისა და ხელმძღვანელობის, პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ჯგუფის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა. თუ ეს წინადადება არ იქნება მხარდაჭერილი, პარლამენტარებს სურთ, რომ ესტონეთმა დააწესოს რესპუბლიკის მთავრობის სანქციები, მათ შორის, ესტონეთში შესვლის აკრძალვა აღნიშნული პირების მიმართ.
  • ესტონეთის პარლამენტს ასევე სურს, რომ ესტონეთმა შესთავაზოს ევროკავშირის საბჭოს სანქციების დაწესება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში, საქართველოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებში. თუ ეს წინადადება არ იქნება მხარდაჭერილი, რიიგიკოგუს სურს, ესტონეთმა რესპუბლიკის მთავრობის სანქციები დააწესოს ამ პირების წინააღმდეგ.
  • დეპუტატები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ ესტონეთმა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის საბჭოში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის გაყინვას მანამ, სანამ არ გაუქმდება კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

„რიიგიკოგუ გამოხატავს პატივისცემას მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს“, - ხაზგასმულია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S