Accentnews.ge
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: დღის მეორე ნახევარში მოსალონდელია წვიმა, სეტყვა და ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: დღის მეორე ნახევარში მოსალონდელია წვიმა, სეტყვა და ქარი

11/06/2024 09:49:31 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო დღის მეორე ნახევარში მოსალონდელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

მისი ცნობით, 11 ივნისს, დღის მეორე ნახევარში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, ასევე, დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", – აცხადეენ სააგენტოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S