
გია ჯაფარიძე: ჩემს ძმას სახლთან ელოდებიან "ტიტუშკები"
10/06/2024 12:17:30 საზოგადოება
"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის ძმა, გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ზურა ჯაფარიძეს სახლთან უცნობი პირები ჩაუსაფრდნენ.
"ჩემს ძმას სახლთან ელოდებიან ტიტუშკები. არიან ეზოში სახლის წინ და ეზოს გარეთაც. შავებში ჩაცმული ბევრი დაკუნთული გამოუშვეს პუტინის მონებმა. კამერები იღებს ყველაფერს", - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
"აგენტების კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების პარალელურად, მათ შორის, ჯაფარიძეს რამდენჯერმე ჩაუსაფრდნენ სახლთან უცნობი პირები, თავს დაესხნენ გია ჯაფარიძესაც. ამ დრომდე არც ერთ მსგავს შემთხვევაზე პასუხისმგებაში არავინაა მიცემული.