Accentnews.ge
სააგენტო: დღის ბოლომდე თბილისსა და რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება

სააგენტო: დღის ბოლომდე თბილისსა და რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება

10/06/2024 10:11:02 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S