Accentnews.ge
FT: ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას არ გასცემს, მიზეზი "რუსული კანონია"

FT: ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას არ გასცემს, მიზეზი "რუსული კანონია"

07/06/2024 11:09:55 პოლიტიკა

გავლენიანი გამოცემა FT-ის მონაცემებით, ევროკომისიას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირის წევრობის საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია არ გასცეს. მიზეზი ქვეყნის ხელისუფლბის მიერ "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის მიღებაა.

"პარასკევს ევროკომისია გამოაცხადებს, რომ მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას გასცემს უკრაინასთან, რომელიც უკვე შეესატყვისება დარჩენილ შეუსრულებელ კრიტერიუმებს ანტიკორუფციული ზომების, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვის, ჩინოსნების აქტივების დეკლარირებისა და უმცირესობათა უფლებების დაცულობის თვალსაზრისით. საქართველო კი, რომელმაც ბრიუსელის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სადავო კანონი მიიღო, ევროკომისიისგან მოლაპარაკებების გახსნაზე "მწვანე შუქს" ვერ მიიღებს" - წერს გამოცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S