Accentnews.ge
კობახიძე ამტკიცებს, რომ თავდაცვის კუთხით ამერიკული დახმარების შემცირება "თანაბრად" დააზიანებს აშშ–ს და ოკუპირებულ ქვეყანას

კობახიძე ამტკიცებს, რომ თავდაცვის კუთხით ამერიკული დახმარების შემცირება "თანაბრად" დააზიანებს აშშ–ს და ოკუპირებულ ქვეყანას

06/06/2024 11:22:56 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აღიარებს თავდაცვის სფეროში ამერიკული დახმარების მნიშვნელობას, თუმცა ამტკიცებს, რომ მისი გაგრძელება "თანაბრად მნიშვნელოვანია" როგორც აშშ–სთვის, ისე ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის, რომელსაც უსაფრთხოების გამოწვევები აქვს აგრესიული მეზობლის გამო, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართალს.

ამასთან, "ქართული ოცნების" გენმდივნის კახა კალაძის შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ აშშ– საქართველოს "ურთიერთობები უნდა გადაიხედოს", კობახიძემ "გადატვირთვის" საჭიროებაზე ილაპარაკა.

"მინდა, აღვნიშნო, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, სჭირდება გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ბუნებრივია ამისთვის, მთავარია რომ ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები", - თქვა კობახიძემ.

პარალელურად, „მტრული“ უწოდა აშშ-ის კონგრესში დაინიცირებულ აქტს "MEGOBARI" და ყოფილი ელჩი დაადანაშაულა „რევოლუციის მოწყობის“ მცდელობებში:

„ეს არის ჩვეულებრივი ღალატის გაგრძელება. ცინიკურია, როდესაც იმ კანონს რომელსაც კონგრესში განიხილავენ და რომელსაც მეგობარი აქტი ჰქვია, პირდაპირ მტრობაზეა საუბარი. მე ამ კანონს „DAUDZINEBEL" კანონს დავუძახებდი, ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა. სამწუხაროა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას.

2020-2021 წლებში, შემდეგ 2022 წელს წინა ელჩის [აშშ-ს] ჩართულობით იყო რევოლუციის 2 მცდელობა. ამ ფონზე, როდესაც ადამიანები ურთიერთობის არა გაჯანსაღებასა და გადატვირთვაზე, არამედ ამ გაფუჭებულის კიდევ უფრო გაფუჭებაზე ფიქრობენ, ეს არის სამწუხარო. ყველას მოვუწოდებ იმოქმედონ პრაგმატულად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაზე".

მისივე თქმით, „როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს არ არის, რა თქმა უნდა, კარგი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება".

"თავდაცვას რაც შეეხება, თავდაცვის სფეროში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელება, უფრო მეტიც გაღრმავებაც. აქ მკაფიოდ ვიტყვი ერთ რამეს - თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება არის თანაბრად მნიშვნელოვანი როგორც ქართული მხარისთვის, ასევე ამერიკული მხარისთვის. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, თუ ამ კუთხით აპირებენ რაიმეს შემცირებას, ეს თანაბრად იქნება დამაზიანებელი როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, ასევე ამერიკული მხარის ინტერესებისთვის. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ყველამ უნდა იმოქმედოს პრაგმატულად, ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. ჩვენი ინტერესი და სურვილია, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები",– ამტკიცებს კობახიძე.

მან კვლავ ახსენა ყოფილი და ამჟამინდელი ელჩები:

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პატივისცემა მოქმედი ელჩის მიმართ. განსხვავებით წინა ელჩისა და წინა ელჩებისგან, მოქმედი ელჩი მთელი ამ თვეების განმავლობაში იყო განწყობილი კონსტრუქციულად და დადებითად და მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პირადაც ის საკუთარ წვლილს შეიტანს ქართულ -ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში. ჩვენ ყველანაირად მზად ვართ ამისთვის, მთავარია ვიხილოთ შესაბამისი ჯანსაღი შემხვედრი ნაბიჯები“.

იხილეთ ასევე: მეთიუ მილერი – "აგენტების კნონზე": "არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები, ეს არაა მხოლოდ რიტორიკა"

მნიშვნელოვანი: მოხსენებაში, რომლითაც პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე 28 ივნისს უნდა წარდგეს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს დახმარების არაერთი ფაქტია აღრიცხული განსხვავებით რიტორიკისგან, რომელსაც მმართველი გუნდი აქტიურად იყენებს განსაკუთრებით, "აგენტების კანონის" ინიციირების შემდეგ. ანგარიში მოიცავს 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს.

კერძოდ, ანგარიშში თავდაცვის ნაწილში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ხაზით, 2023-2024 წლებში გაგრძელდა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) იმპლემენტაცია და „აქტიურად მიმდინარეობდა შეიარაღების/აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი“.

2023 წელს, საქართველომ აშშ-სგან მიიღო:

  • საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში (FMF) - 35 მილიონი დოლარი;აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 333-ე პარაგრაფის ფარგლებში - 37 მილიონი დოლარი.
  • 2024 წლის სავარაუდო გეგმაა, ჯამში, კიდევ 55 მილიონი დოლარის მიღება.
  • „მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), რომელიც 2024 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს;
  • მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების, ასევე რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით“, - წერია ტექსტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S