Accentnews.ge
დუგინი: საქართველოს ძლიერი მოკავშირე სჭირდება, ისეთი, როგორიც რუსეთია

დუგინი: საქართველოს ძლიერი მოკავშირე სჭირდება, ისეთი, როგორიც რუსეთია

06/06/2024 09:16:48 პოლიტიკა

კრემლის ერთ-ერთ იდეოლოგად ცნობილი რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრე დუგინი კიდევ ერთხელ ექმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

"საქართველოს პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის კანონს განიხილავენ. კანონპროექტის სახელია "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" კანონი, რომლის მიხედვითაც ასევე აკრძალულია სქესის შეცვლა. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, რომ მათი მიზანია დაიცვან ოჯახური ღირებულებები და მომავალი თაობა "ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შედეგებისგან.

ატლანტისტების მიერ ქვეყნის მორყევის მცდელობების და ხელისუფლებაზე ზეწოლის მიუხედავად, პარტია ქართული ოცნება თანმიმდევრულად იბრძვის საქართველოს სუვერენიტეტისთვის. საქართველო სომხეთისგან და მოლდოვისგან განსხვავებით იაზრებს, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვა ჰეგემონის წესების უდავო მორჩილებას, სუბიექტურობის დაკარგვას, ევროპასა და აშშ-ზე სრულ პოლიტიკურ დამოკიდებულებას ნიშნავს. შესაძლოა თბილისსა და სხვა ქალაქებში პროტესტის ტალღები გაიზარდოს, რასაც დასავლეთი გამოიყენებს და საქართველოს კიდევ ერთი ფერადი რევოლუციისკენ უბიძგებს, ამიტომ ქვეყანას სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირე, როგორიც რუსეთია, რომელთანაც ურთიერთობები აქტიურად ახლდება და სადაც ტრადიციული ღირებულებების შენახვასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის პოზიციას იზიარებენ",– წერს დუგინი.

შეგახსენებთ, რომ დუგინი საქართველოს ხელისუფლების გამოსარჩლებას მას შემდეგ შეუდგა, რაც რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები განსაკუთრებული სისასტიკით დაშალეს და მონაწილეების მასობრივი დაკავება დაიწყეს. დუგინის შეფასებით, ამით "საქართველო სუვერენულ დერჟავად იქცა", "დაიცვა ტრადიციული ფასეულობები" და "ახლა სწორ გზაზეა".

მან "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან ერთ რიგში მოიხსენია და შეაფასა "ტრადიციების ბანაკის წევრად, რომელიც პოსტმოდერნის ბნელ ბანაკს ებრძვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S