Accentnews.ge
კალაძე: არ ვიკადრებ, ვიღაცას დავურეკო და ვთხოვო მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან მოვთხოვო საწინააღმდეგოს აღება

კალაძე: არ ვიკადრებ, ვიღაცას დავურეკო და ვთხოვო მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან მოვთხოვო საწინააღმდეგოს აღება

06/06/2024 08:06:51 პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საკუთარ თავსა და ფეხბურთელებს არ აკადრებს პოლიტიკაში რომ შემოიყვანოს და პოლიტიკური განცხადებები გააკეთებინოს. ამის შესახებ მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ეს კითხვა, რასაც მისვამთ მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ხართ ისეთი მოძალადეები და ადამიანები, ვინც ამას იკადრებდა, ამის მკადრებლები ხართ. თქვენ ხართ მკადრებლები ყველანაირი ბოროტების, ყველანაირი სიბინძურის, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს. მე პირადად თქვენ კი არ მოგმართავთ, საუბარი მაქვს იმ რადიკალებზე, ვინც დღეს ქვეყანაში წარმოდგენილია ოპოზიციის სახით, მათი მხარდამჭერები. ერთნი არიან ესენი, უბინძურესი ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ყველანაირი სიბინძურე იკადრონ. ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ ვიღაცას დავურეკო, ვთხოვო ან მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან მოვთხოვო საწინააღმდეგოს აღება, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. ბუდუ ზივზივაძესთან მეგობრული და ძმაკაცური ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ნაკრებში არიან ფეხბურთელები, ვისთანაც უფრო ახლო და უფრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ბევრთან მითამაშია კიდეც, თანაგუნდელები ვიყავით და ვერ იტყვის ვერცერთი მათგანი, რომ მე ვინმესთვის რაიმე მეთხოვოს, ან პოლიტიკური მხარდაჭერა, ან ჩემ მიმართ მხარდამჭერი განცხადების გაკეთება, თუნდაც არჩევნების დროს, არ არსებობს ბუნებაში, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს არ ვაკადრებ იმას, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები გავაკეთებინო“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ განაცხადა, რომ ძალიან დამთრგუნველია, როცა აქციებზე ერთ ადამიანს ათი ურტყამს. გარდა ამისა, ზივზივაძემ განაცხადა, რომ „რუსეთი არამარტო ჩვენთვის, თითქმის ყველასთვის მტერი სახელმწიფოა”. მისი ეს სიტყვები იუთუბ არხზე გამოქვეყნდა, „ჯაფარას პოდკასტში”. მოგვიანებით, გაირკვა, რომ მან რამდენიმე რედაქციას მისი განცხადებების ამოღება სთხოვა, რადგან, მისი თქმით, "ევროპის ჩემპიონატის წინ ზედმეტი აჟიოტაჟი არ სჭირდება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S