Accentnews.ge
ცქიტიშვილი – ანაკლიაზე: "ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ"

ცქიტიშვილი – ანაკლიაზე: "ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ"

09/01/2020 08:01:31 ეკონომიკა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება და ის აუცილებლად აშენდება.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების ინიციატორი სახელმწიფო იყო.

ცქიტიშვილი ამბობს, რომ 2014 წელს სწორედ სახელმწიფომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე.

ციქტიშვილის განმარტებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ მოახერხა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური უსაფრთხობისთვის, უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, იმ ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ანაკლიის პორტის პროექტი ეკუთვნის სახელმწიფოს, ის არ ეკუთვნის არც ერთ კერძო ინვესტორს. უშუალოდ სახელმწიფო იყო ამ პროექტის განხორციელების ინიციატორი, სწორედ სახელმწიფომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტის განხორციელებაზე ჯერ კიდევ 2014 წელს. და მაშინ, როდესაც ამ საინვესტიციო ხელშეკრულების შედეგად 2020 წლის ბოლოსთვის უკვე უნდა გვქონოდა ოპერირებაში პორტი, როგორც ხედავთ, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ეს შედეგი ვერ მივიღეთ და ამის პერსპექტივაც არ ჩანს“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, ამით არის განპირობებული კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების შეწყვეტა და უფრო სერიოზული, ფინანსურად ძლიერი ინვესტორის მოძიების პროცესში შესვლა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის შედეგი, რაც ქვეყანას სჭირდება.

„ეს პორტი საქართველოს სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ ახალი პარტნიორის ძიებას, რათა აღნიშნული პროექტი განხორციელდეს სწრაფად და მივიღოთ ის შედეგი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S