Accentnews.ge
ბიზნესმენ სოსო ბაბაევის გათავისუფლების მოთხოვნით გორში აქცია გაიმართა

ბიზნესმენ სოსო ბაბაევის გათავისუფლების მოთხოვნით გორში აქცია გაიმართა

05/06/2024 14:25:12 საზოგადოება

გორში დაკავებული ბიზნესმენის სოსო ბაბაევის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გორის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართეს და დაკავებულს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი სოსო ბაბაევი გორში 4 ივნისის საღამოს დააკავეს. მისი ადვოკატი და ახლობლები ფიქრობენ, რომ ბაბაევი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.

ადვოკატმა კახა კალმახელიძემ ბაბაევი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა. ბაბაევის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დაკავებული ნაცემია, ხოლო ავტომატი და პისტოლეტი მანქანაში მას პოლიციამ ჩაუდო.

სოსო ბაბაევი გორში ფლობს ბარ „ბლექ სთარს“, რომელშიც აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადახაზული ფოტოები განათავსა და მათ იქ შესვლა აუკრძალა. რესტორნის ღობეზე გამოფენილია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გადაზიდვას გულისხმობს და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S