Accentnews.ge
„ტვ პირველი": სოზარ სუბარმა "შაბათის ეთერის" საპარლამენტო ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა

„ტვ პირველი": სოზარ სუბარმა "შაბათის ეთერის" საპარლამენტო ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა

05/06/2024 10:59:14 საზოგადოება

პარლამენტის ანონიმმა დეპუტატმა "შაბათის ეთერის" საპარლამენტო ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას აკრედიტაცია შეუჩერა, – ამის შესახებ "ტვ პირველის" საინფორმაციოს ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს.

მელაძის თქმით, "წერილი ტელევიზიას 10 დღის შემდეგ ჩაბარდა და იქ მითითებული არ არის, იმ დეპუტატის გვარი, ვინც ნატა ქაჯაიას საკანონმდებლო ორგანოში პროფესიული მოვალეობის განხორციელება აუკრძალა".

"პარლამენტის ანონიმმა დეპუტატმა, შაბათის ეთერის საპარლამენტო ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას შეუჩერა აკრედიტაცია! წერილში, რომელიც 10 დღის შემდეგ ჩაგვბარდა, იმ დეპუტატის გვარიც კი არ არის მითითებული ვის გამოც, ჩვენი პროფესიული მოვალეობის განხორციელებას ვეღარ შევძლებთ.პარლამენტთან კომუნიკაციის შემდეგ ვიგებთ, რომ პარლამენტში შესვლისუფლება ჩამოგვართვა სოზარ სუბარმა, სრულიად აბსურუდული მიზეზით და ვიდეოს ავტვირთავ რამდენიმე წუთში. რეპრესიული პოლიტიკის თანახმად, ჩვენ არ შეგვიძლია, აკრედიტაციის შეჩერების პერიოდში, ჟურნალისტი ჩავანაცვლოთ. ჩვენი გადაცემიდან აკრედიტაცია მხოლოდ ერთ ჟურნალისტს ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში მუშაობას ვეღარ შევძლებთ. მედიის მოვალოებაა ჟურნალისტური პროდუქტის შექმნის დროს, პასუხისმგებელ პირებს დაუსვას კითხვები და მოიპოვოს მათი პასუხები. რადგან ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა პარლამენტში, ამიტომ იძულებული ვიქნებით, სოზარ სუბართან და პარლამენტის სხვა წევრებთან ინტერვიუ ჩავწეროთ, პარლამენტს გარეთ: მაღაზიასთან, სახლთან, სალონთან, რესტორანთან, სადაც კი მოვახერხებთ. Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცებულ რეპრესიულ წესებს, დეპუტატები იყენებენ ბოროტად, რამაც უკვე საშიში პრეცედენტები შექმნა", - წერს ნოდარ მელაძე

"მხოლოდ პარლამენტთან კომუნიკაციის შემდეგ გაირკვა, რომ ანონიმი დეპუტატი სოზარ სუბარია", – იუწყება ტელეარხი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S