Accentnews.ge
EFCSN და IFCN –  ევროკავშირის ხელმძღვანელობას: საქართველოში მომუშავე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ გახდნენ თავდასხმების სამიზნეები

EFCSN და IFCN –  ევროკავშირის ხელმძღვანელობას: საქართველოში მომუშავე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ გახდნენ თავდასხმების სამიზნეები

05/06/2024 10:25:07 საზოგადოება

ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელმა (EFCSN) და ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელმა (IFCN) ღია წერილით მიმართეს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში მომუშავე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ გახდნენ თავდასხმების სამიზნეები.

„ამ საშინელ კამპანიას ხელს უწყობენ საქართველოს მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები, რომლებიც ჩვენს კოლეგებს „უსამშობლო აგენტებად და ნეოფაშისტებად მოიხსენიებენ, რომლებსაც პასუხი გაეცათ.“ ეს იმ ფონზე, როდესაც ისინი აქვეყნებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სიას, რაც მხოლოდ მათ მიმართ შეტევების მეტად წახალისების მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს“, - აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჟოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვერა იუროვასთვის გაგზავნილ წერილში.

როგორც წერილშია ნათქვამი, კამპანია უკავშირდება ქვეყანაში „აგენტების კანონის“ მიღების პროცესს.

„ქ-ნო ფონ დერ ლაიენ, ბ-ნო ბორელ, და ქ-ნო იუროვა, გთხოვთ, განუცხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ მოცემული შევიწროების კამპანია მიუღებელია და რომ ევროკავშირის ინსტიტუტები სოლიდარულები არიან ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების მიმართ. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რათა უზრუნველყოთ აღნიშნული თავდასხმების შეჩერება“, - აღნიშნულია საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S