ზელენსკი საფრანგეთში ბაიდენს და მაკრონს შეხვდება
05/06/2024 09:42:53 პოლიტიკა
მიმდინარე კვირაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს საფრანგეთში შეხვდება.
როგორც თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, შეხვედრა ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის დღის მე-80 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების პარალელურად გაიმართება.
ამასთან, ელისეს სასახლეს ცნობით, 7 ივნისს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ზელენსკის უმასპინძლებს.
პარალელურად, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ამბობს, რომ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს "დიდი შვიდეულის" (G7) სამიტში, რომელიც 13-15 ივნისსაა დანიშნული იტალიის სამხრეთში.


